დატოვე შეტყობინება

ამ ფორმის საშუალებით შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში აღმოჩენილი პრობლემის შესახებ.

თუ ხედავ პრობლემას შენს სოფლეში და ფიქრობ, რომ მისი მოგვარება ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. მაშინ გამოგვიგზავნე პრობლემის შესახებ ინფორმაცია და ერთად მოვითხოვოთ პრობლემბის გადაწყეტის შესახებ პასუხები სახელისუფლებო ინსტიტუტებისგან.

სიახლეები

ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

2016-02-22 15:37:11- ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

მოქალაქეთა ჩართულობა დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ელემენტად განიხილება. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თვითმმართველობის განხორცილების პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ და საკუთარი ხელისუფლების ორგანოების წინაშე მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, საკუთარი პოზიცია გამოხატონ ამა თუ იმ საკითხზე და სრული ინფორმაცია მიიღონ. მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა ხელისუფლებაზე არა მხოლოდ არჩევნების გზით, როგორც ამას საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აღიქვამს.

ტრეინინგი:  მონაწილეობის ფორმები

2014-05-09 05:56:38- ტრეინინგი: მონაწილეობის ფორმები

14 აპრილს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან (საქობო, ანაგა, ვაქირი, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ქვემო მაჩხაანი) შერჩეულ 18 ახალგაზრდას ჩაუატარა ტრენინგი თემაზე - თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობის ფორმები.  ტრენინგს უძღვებოდა IDFI-ის წამომადგენელი - თაკო იაკობიძე.  

„ბილაინის“ ანტენასთან დაკავშირებული გაუმჭვირვალე პროცესებს ვაქირელები აპროტესტებენ

2013-12-01 18:15:32- „ბილაინის“ ანტენასთან დაკავშირებული გაუმჭვირვალე პროცესებს ვაქირელები აპროტესტებენ

ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს პროტესტს, რომ „ბილანის“ მიერ გადმორიცხული თანხით „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ დირექტორ მურადი ვაშაკიძეს დღემდე არაფერი მოუმოქმედებია სოფლის კულტურის სახლის რესტავრაციის მიზნით.

მატილდას მიკედლებული სიღნაღის  ქუჩის ცხოველები

2013-11-28 21:39:06- მატილდას მიკედლებული სიღნაღის ქუჩის ცხოველები

სიყვარულის ქალაქის ერთი ძველებური  სახლის ჭერს  ოთხ  მოსახლესთან ერთად  16 კნუტი, 6 კატა, 6 ძაღლი და 5 ლეკვი იყოფს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები კარდიახის ხევის დასაცავად ერთიანდებიან

2013-11-21 18:19:11- საზოგადოებრივი ორგანიზაციები კარდიახის ხევის დასაცავად ერთიანდებიან

ნოემბრის ბოლოსთვის საზოგადებრივი ორგანიზაციები თბილისისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად კარდიახის ხევს დაასუფთავებენ.

გროვდება ხელმოწერები წნორის სკვერის რეაბილიტაციის მოთხვნის მიზნით

2013-11-14 20:03:02- გროვდება ხელმოწერები წნორის სკვერის რეაბილიტაციის მოთხვნის მიზნით

სკვერის რეაბილიტაციის მოთხოვნის მიზნით  შედგენილი ერთობლივი განცახდება ეგზავნება სიღნაღის მუნიპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 

გამოიყენე შენი უფლება და მონაწილეობა მიიღე  სიღნაღის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში

2013-11-13 21:51:11- გამოიყენე შენი უფლება და მონაწილეობა მიიღე სიღნაღის მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტის დაგეგმვაში

იყავი პასუხისმგებლიანი მოქალაქე და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმე შენი მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი.



შეხვედრები ბოდბის, მაღაროს და ქვემო მაჩხაანის მოსახელობასთან

2013-09-22 01:55:22- შეხვედრები ბოდბის, მაღაროს და ქვემო მაჩხაანის მოსახელობასთან

სოფელ მაღაროში, ბოდბესა და ქვემო მაჩხაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა  რეგიონალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„სამოქალაქო ინიციატივა - Civic Initiative“ და სათემო კავშირმა „ნუკრიანი“.

შეხვედრები შედგა პროექტის - „ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერენტ სამოქალაქო ჩართულობის გზით" ფარგლებში, რა დროსაც ადგილობრივებთან მოხდა ერთის მხრივ აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია და მეორეს მხივ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოკლედ გააცნეს კონკრეტული თემის მკვიდრებს მათი როლის, უფლებების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია, რაც შესაძლოა დაეხმაროთ სოფლის პრობლემებისგადაწყვეტაში.

შეხვედრების უმეტეი ნაწილი გაიმართა სოფლის თავშეყრის ადგილებში, ე.წ. „ბირჟებზე“. შეხვედრების ფორმატიდან გამომდინარე, მოსახლეობის ინტერესი და ღიაობა ბევრად მაღალი იყოს, როგორც თემის პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო გზების შესახებ ინფომაციის მისაღებად  ისე, პროექტის შესაძლებლობების მიმართ.

პროექტის, „ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერენტ სამოქალაქო ჩართულობის გზით" ფინანსური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება -საქართველო“.


სახალხო დამცველის აპარატის რეაგირება სოფელ მაღაროს სკოლამდელი დაწესებულების მდგომარეობაზე

2013-09-19 17:01:30- სახალხო დამცველის აპარატის რეაგირება სოფელ მაღაროს სკოლამდელი დაწესებულების მდგომარეობაზე

ბავშვთა უფლებების ცენტრის უფროსი ეხმაურება პროექტის - „ინტერაქცია თვითმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერენტ სამოქალაქო ჩართულობის გზით“ ფეისბუკ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ასახავს სოფელ მაღაროს სკოლამდელ დაწესებულებაში არსბულ მძიმე პირობებს.
(ინფორმაცია მაღაროს სკოლამდელ დაწესებულებაზე იხილეთ ლინკზე : http://chemisofeli.ge/ge/current-problems/villages-list/magharo)


www.chemisofeli.ge - ის პრეზენტაცია სოფლებში

2013-05-27 05:20:45- www.chemisofeli.ge - ის პრეზენტაცია სოფლებში

პროექტის,  "ინტერაქცია თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინტერნეტ სამოქალაქო ჩართულობის გზით"  პრეზენტაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

პასუხი წნორის პრობლემებს

2013-05-25 21:58:54- პასუხი წნორის პრობლემებს

წნორის ტერიტორიულმა ორგანომ www.chemisofeli.ge  - ზე განთავსებულ წნორის პრობლემებზე პასუხი  საკუთარი ინიციატივით ელექტრონულად დააბრუნა.

გვირილები ქველმოქმედებისთვის!

2013-05-18 09:59:11- გვირილები ქველმოქმედებისთვის!

საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება სოფელ ანაგის შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვების დღის ცენტრს, რომელიც დახურვის სართხის წინაშეა.

პარტნიორები